пятница, 14 декабря 2012 г.

კითხვარი:სოციოლოგიური კვლევისთვის


1.ასაკი;
2.საცხოვრებელი  ადგილი;
3.სქესი;
4. მუშაობს   თუ  არა?
5.რა  იცის  შიდსისა  და  მისი  გავრცელების  გზების   შესახებ?
6.მიაჩნია  თუ  არა  მას  ეს  დაავადება  სეროზულ  საფრთხედ  პირადად  მისთვის?
7.ჰქონია  თუ  არა  შეხება  ნარკოტიკებთან?
8.გადაუსხიათ  თუ  არა  მისთვის  სისხლი?
9.გაუკეთებია  თუ  არა  პირსინგი   ანუ  ტატუ?
10.დადის  თუ  არა  სტომატოლოგთან?
11. იკეთებს  თუ  არა  მანიკიურს  და  პედიკიურს  სალონში?

პროექტი ბიოლოგიაში


პროექტის  სახელწოდება: შეძენილი  იმუნოდეფიციტის  სინდრომი
პროექტის  მთავარი  იდეა: რატომ  არის  აივ  ინფექცია  განუკურნებელი  დაავადება  და  რა  შემთხვევაში  გამოვლინდება  იგი  ადამიანში.
პროექტის  აქტუალობა:რამ  გამოიწვია  ბოლო ათწლეულის  მანძილზე  აივ  ინფიცირებულთა  რიცხვის  ზრდა. რატომ  უწყობს  საგნების  ერთმანეთთან  ინტეგრირება  დასახული  მიზნის  უკეთ  მიღწევას.(ბიოლოგია,  ქიმია, ისტ).
პრობლემის   განსაზღვრა:  დაუცველი  სქესობრივი  კონტაქტი; ინექციები  რომელიც  უკვე  გამოყენებული  შპრიცით  ხორციელდებ; ინფექციის  მატარებელი  დედიდან    დაინფიცირებული  სისხლის  გადასხმა  აივ  ინფექციის  გავრცელების  მიზეზი  ხდება.შესაძლებელია  თუ  არა  თავიდან  ავიცილოთ  აღნიშნული   ინფექცია?
პროექტის  მიზნები:
·         შეიცნონ  აივ  ინფექციის  გავრცელების,  გადაცემის, გამომწვევი  მიზეზები  და  პრევენციული  საშუალებები.
·         მოსწავლეებს  განუვითარდებათ: ინფორმაციის  მოძიების, კვლევის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის  და  მონაცემთა  ორგანიზების  უნარები.
·         საკუთარი   დამოკიდებულების,  წერილობითი  გადმოცემისა  და  შემოქმედებითობის  უნარები.
მონაწილეთა  ასაკი:13- 15 წeლი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი   თვე
მოსალოდნელი  შედეგები:მოსწავლეები  უკეთ  შეიცნობენ  აივ  ინფექციის  გამომწვევ  გზებს  და  აღნიშნული  ინფექციისგან   თავის  დაცვის  საშუალებებებს.განუვითარდებათ: ინფორმაციის  მოძიების, კვლევის, ძიების,აღრიცხვის,კლასიფიკაციის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ანალიზის, სინთეზის  და  შეფასების  უნარ- ჩვევები.შეძლებენ  ახალი  ცოდნის  შეძენას  და  ნასწავლის  პრაქტიკულად  გამოყენებას.  ყოველივე  ეს  შექმნის  დადებით  სასწავლო  მოტივაციას  და  გააუმჯობესებს  სწავლა-სწავლების  ხარისხს.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:სახელმძღვანელოები, თაბახის  ფურცლები, ფორმატის  ფურცლები, კალამი, კომპიუტერი  და   პროექტორი.
პროექტის  მსვლელობა:
1.მოსამზადებელი  ეტაპი
ამოცანები:
·         მოსწავლეებისათვის  პროექტის  მიზნის  გაცნობა;
·         შესაბამისი  დავალებების  მიცემა;
·         ჯგუფებად   დაყოფა.
·         ფუნქციების  განაწილება  ჯგუფებს   შორის; მოსწავლეებს  ვყოფ  ორ  ჯგუფად. 1ჯგუფი  მუშაობს  ბიოლოგიის  მიმართულებით, 2ჯგუფი  მუშაობს  ქიმიის  მიმართულებით.ორივე  ჯგუფი  კი  იყენებს  ისტ-ის  ინფორმაციებს.

·         საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარება (რესურსები და  სხვა).
მასწავლებელი  წინასწარ  აცნობს  მოსწავლეებს  ინფორმაციას  აივ  ინფექციის  შესახებ,  ათვალიერებინებს  ფოტოებს  აღნიშნულ  თემასთან  დაკავშირებით.ეცნობიან  რომ  აღნიშნული  ინფექცია  ცნობილი  ვარსკვლავების  მიმართაც  დაუნდობელია.პოპ-მუსიკის  კაშკაშა  ვარსკვლავიც  კი  ფრედი  მერკური  არ  დაინდო   აივ  ინფექციამ.
2.ინფორმაციის  მოძიება:
ამოცანები:
·         ინფორმაციის  მოძიება  (სხვადასხვა  საშუალებებით;სახელნძღვანელოები, კომპიუტერი);
მოპოვებული  ინფორმაციის   დახარისხება;
·         სახელმძღვანელოების  და  კომპიუტერის  საშუალებით  მოპოვებული  ინფორმაციების  ერთმანეთთან  შედარება-საიმედოობა;
·         აივ  ინფექციასთან  დაკავშირებული  ფოტოების  მოძიება  დაგადმოწერა.
3.შეგროვებული  მასალის  გაკვეთილზე   დამუშავება, დახარისხება.
ამოცანები:
·         აივ  ინფექციის  გამომწვევი  გზების  და  აღნიშნული   ინფექციისაგან  თავის  დაცვის  საშუალებების  შესახებ  მოპოებული  ინფორმაციის  ორგანიზება.
·         კედლის  გაზეთის  დაწერა  აღნიშნულ  თემაზე.
·         კითხვარის  მომზადება  სოციოლოგიური  კვლევისათვის.
·         დისკუსიის  გამართვა   და  საზოგადოების   ინფორმირებაა . სოციოლოგიური  კვლევის  შედეგების  შეჯამება.



4.საპრეზენტაციო  ნამუშევრის  მომზადება;
5.თვითშეფასების  სქემის  შვსება;
6.პროექტის  შედეგების  პრეზენტაცია
ამოცანები:
·         ნამუშევრის  წარდგენა;
·         ჩატარებული  სამუშოს  ანგარიში.
10.საგნებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი;(  ბიოლოგია; ისტ;  ქიმია; ).
მოსწავლეებს  შეუძლიათ  ინფორმაციის  მოძიება   კვლევითი  პროცედურების  განხორციელება  / მონაცემთა  აღრიცხვა. შეუძლიათ  მონაცემთა  წარმოდგენა  სხვადასხვა  საკომუნიკაციო  საშუალებებით.შეუძლიათ  მონაცემთა  ანალიზი  დაშეფასება.