пятница, 14 декабря 2012 г.

პროექტი ბიოლოგიაში


პროექტის  სახელწოდება: შეძენილი  იმუნოდეფიციტის  სინდრომი
პროექტის  მთავარი  იდეა: რატომ  არის  აივ  ინფექცია  განუკურნებელი  დაავადება  და  რა  შემთხვევაში  გამოვლინდება  იგი  ადამიანში.
პროექტის  აქტუალობა:რამ  გამოიწვია  ბოლო ათწლეულის  მანძილზე  აივ  ინფიცირებულთა  რიცხვის  ზრდა. რატომ  უწყობს  საგნების  ერთმანეთთან  ინტეგრირება  დასახული  მიზნის  უკეთ  მიღწევას.(ბიოლოგია,  ქიმია, ისტ).
პრობლემის   განსაზღვრა:  დაუცველი  სქესობრივი  კონტაქტი; ინექციები  რომელიც  უკვე  გამოყენებული  შპრიცით  ხორციელდებ; ინფექციის  მატარებელი  დედიდან    დაინფიცირებული  სისხლის  გადასხმა  აივ  ინფექციის  გავრცელების  მიზეზი  ხდება.შესაძლებელია  თუ  არა  თავიდან  ავიცილოთ  აღნიშნული   ინფექცია?
პროექტის  მიზნები:
·         შეიცნონ  აივ  ინფექციის  გავრცელების,  გადაცემის, გამომწვევი  მიზეზები  და  პრევენციული  საშუალებები.
·         მოსწავლეებს  განუვითარდებათ: ინფორმაციის  მოძიების, კვლევის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის  და  მონაცემთა  ორგანიზების  უნარები.
·         საკუთარი   დამოკიდებულების,  წერილობითი  გადმოცემისა  და  შემოქმედებითობის  უნარები.
მონაწილეთა  ასაკი:13- 15 წeლი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი   თვე
მოსალოდნელი  შედეგები:მოსწავლეები  უკეთ  შეიცნობენ  აივ  ინფექციის  გამომწვევ  გზებს  და  აღნიშნული  ინფექციისგან   თავის  დაცვის  საშუალებებებს.განუვითარდებათ: ინფორმაციის  მოძიების, კვლევის, ძიების,აღრიცხვის,კლასიფიკაციის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ანალიზის, სინთეზის  და  შეფასების  უნარ- ჩვევები.შეძლებენ  ახალი  ცოდნის  შეძენას  და  ნასწავლის  პრაქტიკულად  გამოყენებას.  ყოველივე  ეს  შექმნის  დადებით  სასწავლო  მოტივაციას  და  გააუმჯობესებს  სწავლა-სწავლების  ხარისხს.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:სახელმძღვანელოები, თაბახის  ფურცლები, ფორმატის  ფურცლები, კალამი, კომპიუტერი  და   პროექტორი.
პროექტის  მსვლელობა:
1.მოსამზადებელი  ეტაპი
ამოცანები:
·         მოსწავლეებისათვის  პროექტის  მიზნის  გაცნობა;
·         შესაბამისი  დავალებების  მიცემა;
·         ჯგუფებად   დაყოფა.
·         ფუნქციების  განაწილება  ჯგუფებს   შორის; მოსწავლეებს  ვყოფ  ორ  ჯგუფად. 1ჯგუფი  მუშაობს  ბიოლოგიის  მიმართულებით, 2ჯგუფი  მუშაობს  ქიმიის  მიმართულებით.ორივე  ჯგუფი  კი  იყენებს  ისტ-ის  ინფორმაციებს.

·         საორგანიზაციო  საკითხების  მოგვარება (რესურსები და  სხვა).
მასწავლებელი  წინასწარ  აცნობს  მოსწავლეებს  ინფორმაციას  აივ  ინფექციის  შესახებ,  ათვალიერებინებს  ფოტოებს  აღნიშნულ  თემასთან  დაკავშირებით.ეცნობიან  რომ  აღნიშნული  ინფექცია  ცნობილი  ვარსკვლავების  მიმართაც  დაუნდობელია.პოპ-მუსიკის  კაშკაშა  ვარსკვლავიც  კი  ფრედი  მერკური  არ  დაინდო   აივ  ინფექციამ.
2.ინფორმაციის  მოძიება:
ამოცანები:
·         ინფორმაციის  მოძიება  (სხვადასხვა  საშუალებებით;სახელნძღვანელოები, კომპიუტერი);
მოპოვებული  ინფორმაციის   დახარისხება;
·         სახელმძღვანელოების  და  კომპიუტერის  საშუალებით  მოპოვებული  ინფორმაციების  ერთმანეთთან  შედარება-საიმედოობა;
·         აივ  ინფექციასთან  დაკავშირებული  ფოტოების  მოძიება  დაგადმოწერა.
3.შეგროვებული  მასალის  გაკვეთილზე   დამუშავება, დახარისხება.
ამოცანები:
·         აივ  ინფექციის  გამომწვევი  გზების  და  აღნიშნული   ინფექციისაგან  თავის  დაცვის  საშუალებების  შესახებ  მოპოებული  ინფორმაციის  ორგანიზება.
·         კედლის  გაზეთის  დაწერა  აღნიშნულ  თემაზე.
·         კითხვარის  მომზადება  სოციოლოგიური  კვლევისათვის.
·         დისკუსიის  გამართვა   და  საზოგადოების   ინფორმირებაა . სოციოლოგიური  კვლევის  შედეგების  შეჯამება.



4.საპრეზენტაციო  ნამუშევრის  მომზადება;
5.თვითშეფასების  სქემის  შვსება;
6.პროექტის  შედეგების  პრეზენტაცია
ამოცანები:
·         ნამუშევრის  წარდგენა;
·         ჩატარებული  სამუშოს  ანგარიში.
10.საგნებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი;(  ბიოლოგია; ისტ;  ქიმია; ).
მოსწავლეებს  შეუძლიათ  ინფორმაციის  მოძიება   კვლევითი  პროცედურების  განხორციელება  / მონაცემთა  აღრიცხვა. შეუძლიათ  მონაცემთა  წარმოდგენა  სხვადასხვა  საკომუნიკაციო  საშუალებებით.შეუძლიათ  მონაცემთა  ანალიზი  დაშეფასება.

Комментариев нет:

Отправить комментарий