პროექტის სახელწოდება:
შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი
პროექტის მთავარი იდეა: რატომ
არის აივ ინფექცია
განუკურნებელი დაავადება და რა შემთხვევაში
გამოვლინდება იგი ადამიანში.
პროექტის აქტუალობა:რამ გამოიწვია
ბოლო ათწლეულის მანძილზე აივ ინფიცირებულთა რიცხვის
ზრდა. რატომ უწყობს საგნების
ერთმანეთთან ინტეგრირება დასახული
მიზნის უკეთ მიღწევას.(ბიოლოგია, ქიმია, ისტ).
პრობლემის
განსაზღვრა: დაუცველი სქესობრივი
კონტაქტი; ინექციები რომელიც უკვე გამოყენებული შპრიცით
ხორციელდებ; ინფექციის მატარებელი დედიდან
დაინფიცირებული სისხლის გადასხმა აივ ინფექციის გავრცელების
მიზეზი ხდება.შესაძლებელია თუ არა თავიდან
ავიცილოთ აღნიშნული ინფექცია?
პროექტის მიზნები:
·
შეიცნონ აივ ინფექციის
გავრცელების, გადაცემის, გამომწვევი მიზეზები
და პრევენციული საშუალებები.
·
მოსწავლეებს
განუვითარდებათ: ინფორმაციის მოძიების,
კვლევის, აღრიცხვის, კლასიფიკაციის, კომუნიკაციის
და მონაცემთა ორგანიზების
უნარები.
·
საკუთარი დამოკიდებულების, წერილობითი
გადმოცემისა და შემოქმედებითობის უნარები.
მონაწილეთა
ასაკი:13-
15 წeლი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი
შედეგები:მოსწავლეები უკეთ შეიცნობენ
აივ ინფექციის გამომწვევ
გზებს და აღნიშნული ინფექციისგან
თავის დაცვის
საშუალებებებს.განუვითარდებათ: ინფორმაციის მოძიების, კვლევის, ძიების,აღრიცხვის,კლასიფიკაციის,
კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ანალიზის, სინთეზის და შეფასების
უნარ- ჩვევები.შეძლებენ ახალი ცოდნის შეძენას
და ნასწავლის პრაქტიკულად
გამოყენებას. ყოველივე ეს შექმნის დადებით
სასწავლო მოტივაციას და გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელოები, თაბახის ფურცლები, ფორმატის ფურცლები, კალამი, კომპიუტერი და პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
1.მოსამზადებელი
ეტაპი
ამოცანები:
·
მოსწავლეებისათვის
პროექტის მიზნის გაცნობა;
·
შესაბამისი
დავალებების მიცემა;
·
ჯგუფებად დაყოფა.
·
ფუნქციების
განაწილება ჯგუფებს შორის; მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. 1ჯგუფი მუშაობს
ბიოლოგიის მიმართულებით, 2ჯგუფი მუშაობს
ქიმიის მიმართულებით.ორივე ჯგუფი კი იყენებს
ისტ-ის ინფორმაციებს.
·
საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება (რესურსები და სხვა).
მასწავლებელი
წინასწარ აცნობს მოსწავლეებს
ინფორმაციას აივ ინფექციის
შესახებ, ათვალიერებინებს ფოტოებს
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.ეცნობიან რომ აღნიშნული ინფექცია
ცნობილი ვარსკვლავების მიმართაც
დაუნდობელია.პოპ-მუსიკის კაშკაშა ვარსკვლავიც
კი ფრედი მერკური
არ დაინდო აივ ინფექციამ.
2.ინფორმაციის
მოძიება:
ამოცანები:
·
ინფორმაციის
მოძიება (სხვადასხვა საშუალებებით;სახელნძღვანელოები, კომპიუტერი);
მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება;
·
სახელმძღვანელოების და კომპიუტერის საშუალებით
მოპოვებული ინფორმაციების ერთმანეთთან
შედარება-საიმედოობა;
·
აივ ინფექციასთან დაკავშირებული
ფოტოების მოძიება დაგადმოწერა.
3.შეგროვებული
მასალის გაკვეთილზე დამუშავება, დახარისხება.
ამოცანები:
·
აივ ინფექციის გამომწვევი
გზების და აღნიშნული
ინფექციისაგან თავის დაცვის
საშუალებების შესახებ მოპოებული
ინფორმაციის ორგანიზება.
·
კედლის გაზეთის დაწერა
აღნიშნულ თემაზე.
·
კითხვარის მომზადება სოციოლოგიური
კვლევისათვის.
·
დისკუსიის გამართვა და საზოგადოების
ინფორმირებაა . სოციოლოგიური კვლევის შედეგების
შეჯამება.
4.საპრეზენტაციო
ნამუშევრის მომზადება;
5.თვითშეფასების
სქემის შვსება;
6.პროექტის
შედეგების პრეზენტაცია
ამოცანები:
·
ნამუშევრის
წარდგენა;
·
ჩატარებული
სამუშოს ანგარიში.
10.საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი;( ბიოლოგია; ისტ; ქიმია; ).
მოსწავლეებს
შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება
კვლევითი პროცედურების განხორციელება
/ მონაცემთა აღრიცხვა. შეუძლიათ მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალებებით.შეუძლიათ მონაცემთა ანალიზი
დაშეფასება.